ქიდ ვიტსი / Kid Vits / - ვიტამინებისა და მინერალების წყარობავშვებისთვის



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნატურალური წარმოშობის ვიტამინების, ამინომჟავებისა და ხელატირებული მინერალების დაბალანსებული კომპლექსი ახალი კენკრის არომატით.

შემადგენლობა: მგ/2 კაფს.
ვიტამინი A (80% ბეტა-კაროტინის
შემცველობით) 5 000 სე
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) 60 მგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 200 სეU
ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფეროლი ქარვის 30 სეU
მჟავასთან კომპლექსში)
ვიტამინი B1 (თიამინი ) 1,5 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 1,7 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობოლამინი) 6 მკგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
ბიოტინი 300 მკგ
პანტოთენის მჟავა 10 მგ
ვიტამინიPP ნიკოტინამიდი 20 მგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით) 20 მგ
რკინა (რკინის ბიგლიცინატის სახით) 5 მგ
იოდი (მიღებული წყალმცენარეებისგან) 150 მკგ
მაგნიუმი (83% მაგნიუმის ციტრატისა და 10 მგ
17% ხელატირებული ამინომჟავის კომბინაციის სახით)
თუთია (ხელატირებულ ამინომჟავასთან
კომპლექსში) 3 მგ
კალიუმი 5 მგ
მანგანუმი (ხელატირებულ ამინომჟავასთან
კომპლექსში) 100 მკგ
ქრომი ხელატირებულ ამინომჟავასთან
კომპლექსში 120 მკგ
მოლიბდენი (ხელატირებულ ამინომჟავასთან
კომპლექსში) 75 მკგ
ჟოლოს (ღუბუს იდაეუს)კენკრის ფხვნილი 20 მგ
ქოლინი (ქოლინის ბიტარტრატის სახით) 2 მგ
ინოზიტოლი 2 მგ
პარაამინობენზოინისმჟავა (PABA) 2 მგ
ლუტეინი 500 მკგ
ლიკოპინი 500 მკგ

სხვა ინგრედიენტები:
საქაროზა, დექსტროზა, ლერწმის შაქარი, სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მარწყვი და ალუბლის ფხვნილი.

ვიტამინების კომპლექსი არ შეიცავს საღებავს, არომატიზატორებს, სოიოს, კვერცხს, სახამებელსა და საფუარს.

ბეტაკაროტინი (ვიტამინი A, რეტინოლი) მძლავრი ანტიოქსიდანტია, აქტიურად მონაწილეობს ეპითელური ქსოვილის ცილების ცვლაში და აძლიერებს იმუნიტეტს. რეტინოლის უკმარისობა ვლინდება თმებისა და ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობაში, კანის გადაჭარბებულ სიმშრალეში და, საერთოდ, ეპითელიუმის რეგენერაციის დარღვევასა და ატროფიაში. ამავე დროს, მცირდება კუჭის წვენის მჟავიანობა და მისი სეკრეცია, პირის ღრუსა და თვალის რქოვანას სიმშრალე, მიმდინარეობს კბილებისა და ძვლოვანი ქსოვილის არასწორი ზრდა. ორგანიზმში რეტინოლის უკმარისობისას ქვეითდება იმუნიტეტი, რაც იწვევს სხვადასხვა აბსცესების, აკნეს, ხშირი გაციების, პნევ-მონიისა და სხვა ინფექციური დაავადებების გაჩენის საფრთხეს.
ვიტამინი C აქტიურადაა ჩართული ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებსა და ზრდის მის ბაქტერიოციდურ აქტივობას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ახდენს ღვიძლის ანტიტოქსიკური და ცილებ-წარმომქმნელი ფუნქციის სტიმულირებას. 
C ვიტამინის დეფიციტი აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ასუსტებს სისხლძარღვების კედლებს, იწვევს სურავანდს, ღრძილებიდან სისხლდენას, ანემიას.
ვიტამინი D არეგულირებს მინერალურ ცვლას, კერძოდ, კალციუმის შეწოვას კუჭნაწლავის ტრაქტიდან და აქტიურად მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის კალციფიკაციის პრო-ცესში.
ვიტამინი D-ს ნაკლებობა ბავშვებში იწვევს რაქიტის განვითარებას, მოზრდილებში კი ჩონჩხის სიმყიფესა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ჩამოყალიბებას.
ვიტამინი E, C ვიტამინის მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, გავლენას ახდენს ცილებისა და ჰემოშემცველი ფერმენტების ბიოსინთეზზე. ანეიტრალებს ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ნიტრატებს, იცავს უჯრედებს დაზიანე-ბისგან, მოწევის, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მავნე ზეგავლენისაგან.
B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ორგანიზმის მიერ ენერგიის გამომუშავებისათვის. ისინი არეგულირებენ კარდიოვასკულარული (გულსისხლძარღვთა) სისტემის, ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების ფუნქციონირებას და მნიშვნელო-ვან როლს თამაშობენ საკვების ტრანსფორმაციაში, ცხიმების, ნახშირწყლებისა და პროტეინების მეტაბოლიზმში. 
B1 ვიტამინი (თიამინი) წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს ცხიმების, ნახშირწყლებისა და პროტეინების მეტაბოლიზმში. იგი ნორმალიზაციას არეგულირებს ნერვული და კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობასა და კუჭნაწლავის ტრაქტის მოტორიკას. 
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) მონაწილეობს ცხიმების, ნახშირწყლებისა და პროტეინების უტილიზაციის პრო-ცესში, არეგულირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მდგომარეობას, მნიშნელოვან როლს ასრულებს ზრდის პროცესებში და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. 
B3 ვიტამინი (ნიაცინი, PP ვიტამინი) მონაწილეობს ენერგიის გამომუშავების პროცესსა და ფერმენტების სინ-თეზში. არეგულირებს ნახშირწყლებისა და პროტეინების მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, გულის მუშაობას და მაღლა სწევს იმუნიტეტს.
B3 ვიტამინი დაბლა სწევს სისხლსში ქოლესტერინის დონეს და ზეგავლენას ახდენს სასქესო ჰორმონების, კორტიზონისა და ინსულინის სინთეზზე, უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას თავის ტვინის უჯრედებისთვის და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, არეგულირებს ფოსფორ-კალციუმის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს იმუნიტეტს. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მისი დეფიციტი იწვევს ნერვული სისტემის დარღვევებსა და დეპრესიას. 
B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) არეგულირებს ჰემოპოეზს, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, არეგულირებს ცხიმების, ნახშირწყლებისა და პროტეინების მეტაბოლიზმს. 
ფოლის მჟავა მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზსა და ჰემოპოეზში. იგი ხელს უშლის ნაყოფის ზურგის ტვინის ფორმაციის დარღვევების განვითარებას. 
ბიოტინი აუცილებელია ასკორბინის მჟავისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზისთვის. იგი მონაწილე-ობს ფერმენტული სისტემის ფუნქციონირებაში და ხელს უწყობს თმისა და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) აუცილებელია ცხიმების, ნახშირწყლებისა და პროტეინების მეტაბოლიზმის-თვის, არეგულირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მდგომარეობას, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირებას, მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ანტისხეულების სინთეზში. 
ქოლინი და ინოზიტოლი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ლიპოტროპულ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქოლესტერინის გამოყოფას და მონაწილეობას იღებენ ნერვული სიგნალების ტრანსმისიაში. 
 პარაამინობენზოისმჟავა (PABA) მონაწილეობს ფოლის მჟავის სინთეზში. 
კალციუმი მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებაში, ზრდასა და სიმტკიცე-განახლებაში. ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას, სისხლის ნორმალურ შედედებას, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, აქვეითებს ალერგიულ რეაქციებს. Mმინერალებისა და ვიტამინების ხელატური ფორმა ხელს უწყობს ორგანიზმში მინერალების ათვისებას და ნორმალურ განაწილებას.
მაგნიუმი ზრდის ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისების უნარს. თავის მხრივ, მაგნიუმი აუცილებელია ნერვული იმპულსების გადასაცემად. იგი ამცირებს დეპრესიას, ეხმარება ორგანიზმს ბრონქური ასთმის დროს და აძლიერებს იმუნიტეტს.
ორგანიზმში რკინის დეფიციტის შედეგად ვითარდება ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა ანემია. ჯანმო-ს (ჯან-დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მონაცემებით, მსოფლიოში ანემიით დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია დაავადებული. რკინა ადამიანის ორგანიზმში სუნთქვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რეაქციაში მონაწილეობს. ჰემოგლობინში რკინას გადააქვს ჟანგბადი, მიოგლობინში აწვდის ჟანგბადს კუნთებს, მათ შორის, გულის კუნთს. გარდა ამისა, რკინა მონაწილეობს საკვების ე.წ. “წვაში” ენერგიის წარმოქმნის მიზნით. 
რკინის დეფიციტი სწრაფად და სერიოზულად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე – იგი იწვევს სისუსტეს, თავბრუსხვევას, გაღიზიანებას, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევისა და ძილის დარღვევას, მადის დაკარგვას, იმუნიტეტისა და მუშაობის უნარის დაქვეითებას.
იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, რომელიც, თავის მხრივ, არეგულირებს ორგანიზმის მთელ ენდოკრინულ სისტემას. მონაწილეობს ფარისებრი ჯირ-კვლის ჰორმონის – თიროქსინის სინთეზსა და ფაგოციტების ფორმირებაში, აძლიერებს იმუნიტეტს. იოდის ნაკლებობა იწვევს ჩიყვის განვითარებას, ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დაქვეითებას, გონებრივი განვითარების (განსა-კუთრებით, ბავშვებში) შენელებას.
თუთია უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნერვული და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, აუმჯობესებს კანისა და თმების სტრუქტურას. თუთია შედის ორგანიზმის 80-ზე მეტი ტიპის ფერმენტის შემადგენლობაში და, შესაბამისად, მისი უკმარისობა იწვევს სხვადასხვა ფერმენტულ დარღვევებს.
კალიუმი აუცილებელია ორგანიზმის ყველა რბილი ქსოვილის, განსაკუთრებით კი, გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი აწესრიგებს გულის რითმს, ხელს უწყობს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსისა და სისხლის ოსმოსური წნევის შენარჩუნებას, არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში, ააქტიურებს ფერმენტებს.
მანგანუმი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნისათვის აუცილებელი რკინისა და სპილენძის ათვისებას, ანეიტრა-ლებს ორგანიზმში მოხვედრილ ტოქსინებს, არეგულირებს სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას და აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ В1 ვიტამინის ათვისებას.
ქრომი - ძირითად როლს თამაშობს შაქრის მეტაბო-ლიზმში. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, არეგულირებს ნახშირწყლოვან ცვლასა და სისხლში გლუკოზის დონეს.
მოლიბდენი ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს.
ლუტეინი ბუნებრივი კაროტინოიდია და თვალის ანტი-ოქსიდანტური დაცვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომ-პონენტია. ლუტეინი გროვდება მაკულაში და იცავს მას დღის სინათლის სპექტრის ყველაზე აგრესიული ნაწილის – ლურჯი სინათლისაგან. იგი ნაწილობრივ აირეკლავს და ნაწილობრივ შთანთქავს ლურჯ სინათლეს, თრგუნავს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ანეიტრალებს ულ-ტრაიისფერი სხივების მოქმედებას, იცავს თვალის ბადურას ჩამოშლისაგან და თვალის ბროლის სიმღვრივისაგან.
ლიკოპინი - ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტური კაროტინოიდია, მიიღება პომიდორისაგან. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული რადიოპროტექტორული და ანტიკანცე-როგენული თვისებები. ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, იცავს თვალის ბადურასა და თვალის ბროლს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. ადამიანის ორგანიზმში ლიკოპინი A ვიტამინად გარდაიქმნება. 
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემად-გენელი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი: 3-დან 8-წლამდე ასაკის ბავშვები -თითო კაფსულა დღეში;
8-დან 14 წლამდე ბავშვები და მოზარდები _ 2-2 კაფსულა დღეში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 120 კაფსულა პოლიმერული მასალის კონტეინერში.

 



უკან
Created By itoffice