უსუნო ნიორი / Super Odorless Garlic /



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

შემადგენლობა: მგ/1 კაფს.
ნივრის (Aლლიუმ სატივუმ) უსუნო ექსტრაქტი 50 მგ
კუნელის (ჩრატაეგუს ლაევიგატა ) 100 მგ
ფოთლებისა და ყვავილების ექსტრაქტი
კუნელის (ჩრატაეგუს ლაევიგატა ) ნაყოფების
ფხვნილი 250 მგ
კაიენური წიწაკის (ჩაპსიცუმ ფრუტესცენს) ნაყოფი 100 მგ

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიცავს შაქარს, მარილს, სახამებელს, საფუარს, ხორბალს, გლუ-ტეინს, სიმინდს, სოიოს, კვერცხს, რძის პროდუქტებსა და კონსერვანტებს

ნიორი (Aლლიუმ სატივუმ) ერთ-ერთი უძველესი კულტუ-რული მცენარეა დედამიწაზე. მას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტე-ლები იყენებდნენ საკვებად და სამკურნალოდ.
ნივრის ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ალიცინი, რო-მელიც განაპირობებს მის ანტიბაქტერიალურ აქტივობას და სპეციფიურ სუნს. Gგარდა ალიცინისა, მის შემადგენლობაში ასევე შედიან ფოლაცინი, ალიინი, ეთერზეთები, ბიოფლავა-ნოიდები, ფიტონციდები, ფიტოსტერინები, A,ჩ, PP და B6 ვიტამინები,პოლისაქარიდები, კალიუმი, სილიციუმი, იოდი, ფოსფორი და სხვ.
ნივრის ფიტონციდებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხა-ტული ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და მას ხშირად “ღარიბების პენიცილინსაც’’ ეძახიან.
ნიორი მკვეთრად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისაგან, ცხიმოვანი და მინერალური დანალექებისაგან და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. აძლიერებს იმუნიტეტს, ასუფთავებს და ათხელებს სისხლს, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ბრონქებს და აიოლებს სუნთქვას, ანეიტრალებს კანცეროგენების მოქმედებას და ორგანიზ-მიდან გამოდევნის ტოქსინებსა და შლაკებს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ნიორს ახასიათებს ჰელმინ-თური (ჭიის გამდენი) აქტივობა და მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი.
ნივრის მსგავსი მოქმედება ახასიათებს წიწაკასაც.
კაიენური წიწაკა (ჩილი - ჩაპსიცუმ ფრუტესცენს) ჩვენთ-ვის ცნობილი ყველაზე ცხარე სანელებელია. მისი ცხარე გემო 1:1 900 000 განზავების დროსაც კი იგრძნობა.
წიწაკის შემადგენლობაში შედის ალკალოიდი კაფსიცინი, რომელიც განაპირობებს მის ცხარე გემოს. გარდა კაფსიცი-ნისა, მის შემადგელნობაში ასევე შედიან ალკალოიდები ხავიცინი და პიპერიდინი, ეთერზეთები, ვიტამინი A და ვიტამინი ჩ (3-ჯერ მეტი ვიდრე ფორთოხალში), B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინოიდები, მაკრო და მიკროელემენტები (კალციუმი, რკინა, ფოსფორი) და ცხიმოვანი მჟავები.
წიწაკა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავა-დებების ჩამოყალიბების რისკს, ათხელებს სისხლს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. აუმჯობესებს მადას, საჭ-მლის მონელებასა და სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და წვავს ზედმეტ კალორიებს, აძლიერებს მამაკაცურ პოტენციას.
კუნელი (ჩრატაეგუს ლაევიგატა ) , კუნელის ყვავილები, ნაყოფები და ფოთლები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერე-ბების ძალზედ ფართო სპექტრს შეიცავს და ბოლომდე ჯერაც არაა შესწავლილი. კუნელი მდიდარია ბიოფლავანო-იდებით, პოლისაქარიდებით, ქოლინითა და აცეტილქოლინით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ცხიმოვანი მჟავებით, მაკრო- და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, თუთია, კობალტი, მოლიბდენი, ქრომი, ალუმინი, ბარიუმი, სელენი, ნიკელი, ბორი და სხვ.).
კუნელი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას გულის კუნ-თის კედლებში, აუმჯობესებს მის კვებასა და მუშაობას, არეგულირებს გულის რითმს, აფართოებს კორონარულ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აწყნარებს ნერვულ სისტემას.

თვისებები:
-გააჩნია სპაზმოლიტური, ანტივირუსული, ანტიმიკ-რობული, ანტიოქსიდანტური, ანთებისა და სოკოს საწინა-აღმდეგო, კარდიოტონური და სისხლძარღვების გამაფარ-თოებელი თვისებები;
-აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ამცი-რებს მიოკარდის აგზნებადობას;
-ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას, ზრდის გულის მომარაგებას ჟანგბადით, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის სისხლძარღვებში;
-აძლიერებს იმუნიტეტს;
-არეგულირებს მიკროცირკულაციას ქსოვილებში, აუმ-ჯობესებს სისხლის პერიფერიულ მიმოქცევას;
-შეიცავს ანტიმაკოაგულირებელ კომპონენტებს, რომლე-ბიც არეგულირებენ სისხლის შედედებას, ამცირებს ქოლეს-ტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას;
-ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალ-ტიკას;
-ახასიათებს ჰელმინთური (ჭიის გამდენი) აქტივობა;
-არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
-ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და მძიმე ლი-თონების მარილებს.

ჩვენებები:
-ბაქტერიული, ვირუსული ინფექციებისა და სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
-გულ-სისხლძარღვთა დაავადებების _ ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, გულის იშემიური დაავადების, კარდიოსკლე-როზის, არითმიის, პოსტინსულტური მდგომარეობის მკურნა-ლობა და პროფილაქტიკა;
-თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი, შაკიკი, ვე-ნების ვარიკოზული გაფართოება, თრომბოფლებიტი;
-კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნა-ლობა;
-ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
-ჰიპერქოლესტერონემია;
-ანემია;
-იმპოტენცია;
-ქრონიკული ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენებები:
-ინდივიდუალური შეუთავსებლობა კვებითი დანამატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-თირკმელების და კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ინფექ-ციური დაავადებები.
მიღების წესი: თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვე-ბისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 90 კაფსულა პოლიმერული მასა-ლის კონტეინერში.



უკან
Created By itoffice