ომეგა 3 / Omega 3 / -წმენდს სისხლძარღვებს



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ომეგა - 3 რეკომენდებულია როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციისა და ლიპიდური სპექტრის გასაუმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტი-ური დანამატი.

შემადგენლობა: მგ/1 კაფს.

თევზის ქონის კონცენტრატი 1000 მგ

ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავები 340 მგ

ეიკოზაპენტაენურ მჟავა EPA-180 მგ

დოკოზაჰექსაენურ მჟავა DHA-120 მგ

ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფეროლი) 1 სე

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიცავს ქოლესტერინს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხორბალს, კვერცხსა და კონსერვანტებს.

“ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავებისადმი ინტერსი მკვეთრად გაიზარდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც დანიელმა მეცნიერებმა (ჯ. დაიერბერგი, ჰ. ბანგი) მრავალ-წლოვანი მეცნიერული დაკვირვებებით დაადგინეს, რომ გრელანდიის მოსახლეობის გულ-სისხლძარღვოვანი დაავა-დებების გავრცელების (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, გუ-ლის იშემიური დაავადება და სხვ.) უაღრესად დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ისინი საკვებად ძირითადად იყენებენ ზღვის პროდუქტებს.

“ომეგა 3”-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენენ ეიკოზაპენტანისა (EPA) და დეკოზაჰექსანის (DHA) მჟავები, დიდი რაოდე-ნობით შეიცავს ცივი წყლების თევზის ქონი (განსაკუთ-რებით ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, ასევე სელაპის ხორცი და ცხიმი), რომელიც გრენლანდიის მოსახლეობისათვის ცხიმების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ორგანიზმში მოხვედრისთანავე “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავები პირდაპირ უჯრედებში გადაინაცვლებენ და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების უაღრესად ფართო სპექტრი:

-აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქცი-ებს;

-არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;

-ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირე-ბენ არტერიულ წნევას;

-აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესე-ბენ მათ ელასტიურობას;

-ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;

-არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინა-აღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას;

-აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედვე-ლობას;

-ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;

-როგორც დამხმარე საშუალებები ფართოდ გამოიყე-ნებიან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას;

-ხსნიან უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრო-ნიკული დაღლილობის სინდრომს.

ორგანიზმში “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადე-ბების განვითარებას, რადგანაც მათი დეფიციტის დროს ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე აქტიურად წარ-მოქმნის ათეროსკლეროტიკულ დანალექებს. ამ დროს იზ-რდება ინსულტის, ინფარქტის, ალერგიის, დეპრესიის, სახსრე-ბისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკული ანთებების განვითარების რისკი.

სამწუხაროდ მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ცხიმების საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს იღებენ და ამიტომაც აუცილებელია მათი დეფიციტის შევსება კვებითი დანამა-ტების მეშვეობით. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებლად გამომუშავება და იგი საკვების ან საკვებ დანამატის სახით უნდა მიიღოს.

“ომეგა 3”–ის შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი, მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. E ვიტამინი დიდ მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებსა და სელენის ცვლაში. იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედულ მემბრანებს და-ზიანებისაგან. E ვიტამინი ასევე აუცილებელია კუნთებისა და განსაკუთრებით გულის კუნთის ნორმალური ფუნქცი-ონირებისათვის.

კომპანია “NOჭ FOODშ”-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის “ომეგა 3”-ის წარმოებაში იყენებს უახლეს ტექნო-ლოგიას, რომლის დროსაც ცხიმოვანი მჟავები თევზის სხე-ულიდან ცივად “გამოიწნეხება” და არ ხდება მისი თერმული დამუშავება. ამ მეთოდით მიღებული მჟავები ინარჩუნებენ ნატივურ ბუნებას, თვისებებს და იდეალურად ათვისებადია ადამიანის ორგანიზმის მიერ.

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

დოზირება: 2-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ საკვების მიღების დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვების-თვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 100 კაფსულა პოლიმერული მა-სალის კონტეინერში.

 



უკან
Created By itoffice