კომპანია დაარსდა 2005 წელს 17 თებერვალს.

კომპანიის განვითარება ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება  სამ ეტაპად დავყოთ.

2005 წელს  ჯამრთელობის მიმართულებით სხვა და სხვა კომპანიებთან   დადო ხელშეკრულება  და  დაიწყო სადისტრიბუციო ქსელის აწყობა საქართველოში.

2007 წელს კომპანიამ გააფართოვა მისი სამუშაო ბიზნეს არეალი. მან  ახალ მოწინავე კომპანიებთან დადო ხელშეკრულებები. ამ შეთანხმებების საფუძველზედაიწყო კოსმეტიკისა და ჰიგიენური საშუალებების შემოტანა და რეალიზაცია-დისტრიბუცია საქართველოში.

2009 წელს თავის სფეროში გიგანტ  ამერიკულ კომპანია ნოუფუდთან დაიდო  ხელშეკრულება, რომლის შემდგომ გახდა  ექსკლუზიურად უფლებამოსილი დისტრიბუტორი საქართველოში. 

კომპანიის ჩამოყალიბება მოხდა, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარების  ფონზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას ბიზნესის წარმოებისათვის საწყის ეტაპზე მწირი ფინანსური რესურსი გააჩნდა, მაგრამ ბიზნესის კეთების დიდმა სურვილმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგს მიაღწია და კომპანიამ დაიწყო გაფართოება და თავისი მიზნების განხორციელება.

2010 წლის ბოლოსათვის “სმს ჯგუფმა” გაიარა რებრენდინგი და ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც კომპანია    NewVita” ("ნიუვიტა")

"ნიუვიტას" პარტნიორი ორგანიზაციებია: “Now Foods”, “LG Care”, “Angel Xuewei”.

საქრთველოში New Vita” ღნიშნული ბრენდების  ოფიციალური  წარმოადგენელია და ფლობს ექსკლუზივს მის პროდუქციაზე. 

2011 წლის ბოლოს ”NewVita”-მ მოახერხა საქართველოში შემოეტანა მსოფლიოში აღიარებული ევროპული ბრენდების "Pulanna"-ს და "Noni"-ის პროდუქცია

 დღეისათვის კომპანია New Vita”- გააჩნია მუდმივ მომხმარებელთა დიდი ჯგუფი და უამრავი კმაყოფილი ადამიანი.

 



Created By itoffice