გლუკოზამინი & მსმ / Glucosamine & MSM / -გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამსუბუქებს ტკივილს სახსრებში, ხელს უწყობა ხრტილების აღდგენას.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის გასა-უმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

 

 

 

შემადგენლობა:     მგ/1 კაფს.                       

გლუკოზამინის სულფატი                 550  მგ

ქონდროიტინის სულფატი                 50   მგ

მეთილსულფონილმეთანი (მსმ)            250  მგ

კალიუმის ქლორიდი                       122,5 მგ

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიცავს შაქარს, მარილს, სახამებელს, საფუარს, ხორბალს, გლუტეინს, რძეს, კვერცხსა და კონსერვანტებს 

გლუკოზამინი ნიჟარის ქიტინისგან მიღებული ამინოშა-ქარია, რომელიც ნატურალურ საკვებ დახმარებას წარმო-ადგენს სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვი-ლისთვის. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტი-ლოვანი ქსოვილის აღდგენას, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში. გლუკოზამინი უზ-რუნველყოფს სახსრების ნივთიერებათა ცვლის დარღვე-ვებით, ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავ-მებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას.

გლიკოზოამინოგლიკანები ხრტილოვანი ქსოვილის საკ-ვანძო სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უმნიშვნე-ლოვანეს როლს ასრულებენ სახსრების სიჯანსაღის შენარ-ჩუნებაში. ისინი უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, აყალიბებენ მიკროსტრუქტურებს, რომლებიც სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს. გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირო-ბებს მათ თავისუფალ მოძრაობას.

გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს სახსრების ხრტილების დაცვას, ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებენ სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გარდა ამისა, ასტიმულირებს ჰიალურონული მჟავების წარმოქმნას, რომლებიც მოქმედებენ სახსრების ხრტილების ჰიდრატაციაზე, ხელს უწყობენ ხრტილოვან ქსოვილში წყლის შენარჩუნებას და აუმჯობესებენ სახსრე-ბის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. იგი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ეფექტურია თირკმელკენ-ჭოვანი დაავადების მკურნალობისას.

ქონდროიტინის სულფატი შეიცავს უკვე მზა გლიკო-ზოამინოგლიკანების კომპლექსს. იგი იმავე როლს ასრუ-ლებს ხრტილოვან ქსოვილებში, რასაც კალციუმი ძვლოვან ქსოვილში _ უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და მდგრა-დობას, ანიჭებს მოქნილობასა და დრეკადობას, ხელს უშლის სახსრების გაუწყლოებას, თრგუნავს მათ დეგენერაციას და ახდენს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს და ორგანიზ-მიდან შარდმჟავის გამოდევნას. გარდა ამისა, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ანელებს რეზორბციას. 

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლა-გენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმი-რებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი პრეოქსიდების რადიკალების წარ-მოებას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრე-დებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.

კალიუმის ქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსისა და ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში. კალიუმი უზრუნველყოფს უჯრედის კედლების ნორმალურ ფუნქციონირებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წნევის რეგულაციისათვის, ნერვული სისტემის ჯანმრთელობისა და ფიზიკური ძალის-თვის.

“გლუკოზამინი მსმ” ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის, ახანგრძლივებს რემისიას, ამცირებს გამწვავების შესაძლებლობას, აჩქარებს და აძლიერებს ზემოთ აღნიშნული დაავადებების ტრადი-ციული მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტიანობას.

 

ჩვენებები:

_ ოსტეოპოროზი;

_ ოსტეოქონდროზი;

_ ოსტეომიელიტი;

_ მოტეხილობები, იოგების დაჭიმვა;

_ ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ბურსიტი;

_ ალერგიები;

_ კანის სხვადასხვა ეთიოლოგიის დაავადებები (დერ-მატიტი, ფერიმჭამელები, ეგზემა, ფსორიაზი და სხვ.).

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემად-გენელი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი: 2-3 კაფსულა ყოველდღიურად უზმოზე ან საკვების მიღების დროს. ეფექტის გასაძლი-ერებლად რეკომენდებულია “გლოკოზამინ მსმ”-თან ერთად `კალციმაგ ~-სა და `ბორაჯ ოილი~-ს მიღება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავ-შვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 60 კაფსულა პოლიმერული მასა-ლის კონტეინერში.



უკან
Created By itoffice